ვიცეპრეზიდენტის თანაშემწე

STREAM
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 19 სექ
განაცხადების ვადა: 2 ოქტ

ვაცხადებთ ვაკანსიას ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე კერძო უნივერსიტეტისთვის, რომელსაც მოწინავე ადგილი უკავია საგანმანათლებლო სფეროში.

პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, ანალიტიკური აზროვნების მქონე, დეტალებზე ორიენტირებულ, ინიციატივიან, პროაქტიულ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტაციის და პროცესების მართვის გამოცდილება.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 - 19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
  • ანაზღაურება: 4000 - 5000 ლ. (Net)

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელმძღვანელის კორესპონდენციის შინაარსობრივი განხილვა, პასუხის მომზადება;
  • დოკუმენტაციის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტის პროექტის მომზადება;
  • ანგარიშის, დასკვნის პროექტის მომზადება ან/და მათი მომზადების კოორდინაცია;
  • შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია; შეხვედრებისთვის საჭირო მასალების და პრეზენტაციების მომზადება;
  • თანამშრომლობის კოორდინირება უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • ხელმძღვანელის სახელით კომუნიკაციის განხორციელება;
  • სხვადასხვა პროექტების მონიტორინგი და კოორდინაცია;
  • სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის/მონაცემის შეგროვება, ანალიზი და ხელმძღვანელისთვის გაზიარება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში (დეკანის მოადგილე, პროექტების, პროგრამების მენეჯერი...);
  • მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1/C2).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: არაუგვიანეს 2 ოქტომბრისა .

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM ( www.stream.com.ge )-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დოკუმენტაციის მართვაპროექტების მართვასაოფისე პროგრამებიინგლისური ენაანალიტიკური აზროვნება