ქებული კლიმატი-ის ლოგო

საცალო გაყიდვების სპეციალისტი

ქებული კლიმატი
მდებარეობა: რუსთავი, ლეონიძის ქუჩა #16ა
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200-1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 9 ნოე
ბოლო ვადა: 9 დეკ
გამოცდილების დონე: საშუალო

ქებული კლიმატი - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ვეძებთ საცალო გაყიდვების სპეციალისტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია და საცალო გაყიდვების ხელშეწყობა.

მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა, მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა, ნაშთების კონტროლი, დახლზე არ არსებულ საქონელზე მოთხოვნის ფორმირება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება, სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა, მომსახურების სტანდარტების დაცვა.

სამუშაო პირობები: სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე. ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი + ბონუსი. სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass, ყოველთვიური ავანსი, კორპორაციული ნომერი, თანამშრომლის ფასდაკლება.

საცალო გაყიდვებიმომხმარებელთან ურთიერთობასალარო ოპერაციებინაშთების კონტროლიპროდუქტის პრეზენტაციასაქონლის აღრიცხვა