საბიუჯეტო დეპარტამენტის სტაჟიორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროფუნქციები:
• საბიუჯეტო პროცესის თითოეულ ეტაპზე საბიუჯეტო დოკუმენტაციის (ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი/ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტი, კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშები და სხვა) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხების რეგულირების მიზნით სათანადო ინსტრუქციების და მეთოდოლოგიური მითითებების/განმარტებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნების და წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.
---
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
(სამართლებრივი აქტების ცოდნის დონე შესაძლოა შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე).
---
დამატებითი მოთხოვნები:
სწავლობს უმაღლესი ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო მმართველობის სპეციალობის პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს ამავე სპეციალობის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft office Outlook) ცოდნა.
შემდეგი უნარ-ჩვევები:
• გუნდური მუშაობის უნარი
• დროის მართვის უნარი
• ორგანიზების უნარი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
---
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
ჩვენი ღირებულებებია:
გამჭვირვალობა – სამართლიანი, ღია და ანგარიშვალდებული მუშაობის კულტურა;
თანასწორი გარემო – პროფესიული და კარიერული ზრდისთვის თანასწორი პირობების არსებობა;
უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო – დისკრიმინაციისგან თავისუფალი და ინკლუზიური სამუშაო გარემო;
გუნდურობა – გუნდური მიღწევები განაპირობებს საერთო წარმატებას;
ღირსეული სამუშაო პირობები – თანამშრომლებისათვის განსაზღვრულია ნორმირებული სამუშაო დრო და მოქნილი შესვენება, დისტანციურად მუშაობისა და დამატებითი დასვენების დღით სარგებლობის შესაძლებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.mof.ge, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის შესახებ - https://www.mof.ge/4360
---
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: vacancy.hr.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გადმოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის მასშტაბით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან ცნობა უმაღლესი დაწესებულებიდან (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში). (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა კანდიდატმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე).
• ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• სამოტივაციო წერილი.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (სტაჟიორის შეფასების ეტაპზე - გასაუბრება სტაჟიორთა შესარჩევ კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას);
- გასაუბრება სტაჟიორთა შესარჩევ კომისიასთან - გასაუბრება მოიცავს კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენას, მოტივაციის, უნარ-ჩვევების, სამინისტროს სტრუქტურის და ცოდნის განმსაზღვრელ კითხვებს, ასევე კითხვებს დანართში მითითებული სამართლებრივი აქტებიდან.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.mof.ge. ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტების მოძიება შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე www.matsne.gov.ge და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.mof.ge
---
კატეგორია: საფინანსო/საბიუჯეტო
ხელფასი: 720 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 4
მინიმალური განათლება: სტუდენტი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება