IT ტექნიკოსი

ITConnect
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 18 სექ
განაცხადების ვადა: 18 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო

"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის კაბელების გაყვანა, დიაგნოსტიკა და აღდგენა; Rack-ის მოწყობა, ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და Patch Panel-ზე კაბელების ორგანიზება;

  • კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის დისტრიბუცია, მონტაჟი და ტექნიკური გამართვა;

  • ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;

  • სერვერული ოთახების მოწესრიგებისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;

  • ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია და კომუნიკაცია;

  • მონიტორინგის სენსორების, ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია;

  • საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;

  • მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები ტექნიკური მხარდაჭერისა და საჭირო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგით;

  • Helpdesk სისტემაში მომხმარებლების ტექნიკური საკითხების რეგისტრაცია, თიქეტების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი;

  • კრიტიკულ ტექნიკურ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ქსელური ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;

  • IT ტექნიკოსის, ქსელის ადმინისტრატორის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • ქსელური ინფრასტრუქტურის, კაბელირების, Rack-ის, Patch Panel-ისა და ქსელური მოწყობილობების პრაქტიკული ცოდნა;

  • Router, Switch და Firewall მოწყობილობების კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ცოდნა;

  • ვიდეომეთვალყურეობისა და აუდიო/ვიდეო სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად აღმოფხვრის უნარი;

  • Helpdesk სისტემებთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების დოკუმენტირების გამოცდილება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიულობა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;

  • ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);

  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში;

  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Network cablingRouter configurationSwitch configurationFirewall configurationHelpdeskHardware installationTechnical support