ბერმელი-ის ლოგო

ექსპერტ-შემფასებელი/მოლარე-ოპერატორი

ბერმელი
მდებარეობა: თბილისი, ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 21 ოქტ
განაცხადების ვადა: 20 ნოე

შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებელი/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ძვირფასი ლითონებისა და თვლების შეფასების ცოდნა (სერთიფიკატი სასურველია), მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია), საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია), გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (სასურველია), შესაძლებელი ძვირფასი ლითონებისა და თვლების შეფასების ადგილზე შესწავლაც. უნარ-ჩვევები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეფექტური კომუნიკაცია, თავაზიანობა, სიზუსტე, სისწრაფე, დეტალებზე ორიენტირებულობა, სანდოობა, გუნდური მუშაობა, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა, სწრაფად სწავლისა და განვითარების უნარი. ძირითადი მოვალეობები: ძვირფასი თვლებისა და ლითონების შეფასება, მიღება, ტექნიკის შეფასება, მიღება, სალომბარდე სესხების გაცემა, კლიენტთა მომსახურება, სალაროს ოპერაციების განხორციელება, სავალუტო ოპერაციების განხორციელება, ეროვნული და უცხოური ვალუტის ყალბისგან გარჩევა, მათი დამცავი ნიშნების ცოდნა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა. ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს, პროფესიულ ტრენინგებს, კორპორაციულ ღონისძიებებს, ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძვირფასი ლითონების შეფასებაძვირფასი თვლების შეფასებასალაროს ოპერაციებისავალუტო ოპერაციებისალომბარდე სესხებიკლიენტთა მომსახურებასაოფისე პროგრამებივალუტის იდენტიფიკაცია