გაყიდვების შემდგომი მენეჯერი

პანორამა ჯგუფი
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 25 სექ
განაცხადების ვადა: 10 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო

დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Aftersales Manager -ის პოზიციაზე ქუთაისში .

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან ურთიერთობას და ოფისში მოსული პოტენციური მომხმარებლების პირველად მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლებისთვის პროექტის მიმდინარეობისა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მესაკუთრეების შეკითხვებისა და მოთხოვნების მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ოფისში შემოსული, ბინის შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების მიღება;
  • დაინტერესებული პირებისთვის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება და პრეზენტაციის ჩატარება;
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთან მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურების ან დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქუთაისი , ილია ჭავჭავაძის გამზირი №8

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს მუშაობა დინამიურ, განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში, გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე და გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026 წელი .

გისურვებთ წარმატებას!

კომუნიკაციაპრეზენტაციის უნარიორგანიზებულობამომხმარებელზე ორიენტირებულობასაოფისე პროგრამები