მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 8 ოქტ
განაცხადების ვადა: 7 ნოე

შპს " ოკინ " არის მწარმოებელი და ლოჯისტიკური კომპანია. სხვადასხვა საბავშვო პროდუქტების კომპანია საქართველოში 2020 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.okin.ge

შპს "ოკინ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
  • საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების დოკუმენტაციის დამუშავება, ინვოისების, განბაჟების (დეკლარაციების) და ტრანსპორტირების ხარჯების კონტროლი
  • თვითღირებულების კალკულაცია
  • დისტრიბუციისა და მარაგების კონტროლი
  • ანგარიშ-ფაქტურების და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
  • გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, დანაკლისებისა და ზედმეტობების ასახვა
  • ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება
  • გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • RS.ge-ზე და 1C-balance -ის საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე, ელფოსტის მისამართზე:

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

საგადასახადო კანონმდებლობაRS.ge1C-balanceExcelფინანსური ანგარიშგებაინვენტარიზაცია