Blue Waters-ის ლოგო

წარმოების სტაჟიორი

Blue Waters
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სტაჟირება
ანაზღაურება: 650 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 აგვ
განაცხადების ვადა: 13 სექ

იწყებ კარიერას? გახდი წარმოების სტაჟიორი " Blue Waters "-ში!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

გაინტერესებს, როგორ იქმნება პროდუქტი რეალურად და გინდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა ისწავლო? Blue Waters ეძებს 2 მოტივირებულ სტაჟიორს წარმოების გუნდში!

ჩვენ არ მოვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას — მთავარია გქონდეს ინტერესი, ენერგია და სურვილი, შეისწავლო საწარმოო პროცესები პრაქტიკაში.

რას გააკეთებ სტაჟირების პროცესში:

  • ისწავლი და დაეხმარები: ჩაერთვები აწყობის სპეციალისტების ყოველდღიურ საქმიანობაში.
  • იმუშავებ ტექნოლოგიებთან: მიიღებ მონაწილეობას CNC დანადგარით ლისტების დაჭრისა და დამუშავების პროცესში.
  • გაეცნობი საწარმოო რიტმს: მხარს დაუჭერ საწარმოო და სასაწყობე პროცესებს უშუალოდ ადგილზე.

რა ცოდნას, გამოცდილებას მიიღებ:

  • შეიძენ პრაქტიკულ ცოდნას ბიოგამწმენდი დანადგარების საწარმოო ციკლზე.
  • ისწავლი CNC დანადგარის ოპერირებასა და მართვას.
  • წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, განიხილება წარმოებაში დასაქმების პერსპექტივა!

პირობები, რომელსაც გთავაზობთ:

  • ხანგრძლივობა: 3 თვე
  • სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 საათი), ორშაბათი - პარასკევი
  • ცვლები (არჩევით): I ცვლა (09:00 - 13:00) ან II ცვლა (14:00 - 18:00)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს დასახლება
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 450 ₾ + ბონუსი (საშუალოდ 200 ₾)
  • ვაკანტური ადგილები: 2

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და დაიწყე პროფესიული ზრდა ჩვენთან ერთად!

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/ProductionIntern/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

CNC დანადგარის მართვაწარმოების პროცესებისასაწყობე პროცესებიპასუხისმგებლობა