ცეკვის მასწავლებელი

საქართველოს კარიტასი
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: დროებითი
გამოქვეყნდა: 12 სექ
განაცხადების ვადა: 22 სექ

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ცეკვის მასწავლებლის პოზიციაზე.

თანამდებობა: ქ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ცეკვის მასწავლებელი

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა

დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: 35% განაკვეთი

ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ.#33

ახალგაზრდული დღის ცენტრის ცეკვის მასწავლებელი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. იგი უზრუნველყოფს ცეკვის გაკვეთილების ჩატარებას დღის ცენტრის მოსწავლეებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში;
  • დაგეგმოს და ჩაატაროს ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდების ასაკის, ინტერესებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
  • შექმნას ბავშვებისთვის პოზიტიური, მეგობრულო და უსაფრთხო სასწავლო გარემო;
  • გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები;
  • გამოიყენოს ბავშვებისთვის გასაგები და ასაკის შესაბამისი სწავლების მეთოდები;
  • ხელი შეუწყოს ბავშვების ჩართულობას და არ დაუშვას ბავშვის დაცინვა, დამცირება ან დისკრიმინაცია;
  • მოამზადოს ინდივიდუალური და ჯგუფური საცეკვაო ნომრები ცენტრის ღონისძიებებისთვის;
  • ვალდებულია დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
  • ვალდებულია დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს;
  • ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ;
  • მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
  • პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
  • პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
  • ვალდებულია სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
  • ვალდებულია იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
  • ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება

აუცილებელია:

  • ცეკვის, ქორეოგრაფიის ან შესაბამის სფეროში განათლება ან პროფესიული მომზადება
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება

ცოდნა და უნარები

აუცილებელია:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
  • კომუნიკაციის კარგი უნარები

პიროვნული მახასიათებლები

აუცილებელია:

  • ემპათიური
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სასურველია:

  • ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
  • იუმორის გრძნობა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე:

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22.09.2026

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:

http://www.caritas.ge ; https://www.facebook.com/CaritasGeorgia ;

ქორეოგრაფიაბავშვებთან მუშაობაკომუნიკაციასტრესულ გარემოში მუშაობაგუნდური მუშაობა