ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტი
ვიჩარჯი" WeCharge " არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭირობებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).
ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტორნული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტს , რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სადგურების ინსტალაციას.
ძირითადი მოვალობები:
- სადგურებისა და დამტენების განთავსება
- სადგურის ინტალაცია (Plug and play ინსტალაცია) მოთხოვნის შესაბამისად
- მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ფოვერ ბანკების დამატება-ამოკლება
- გათიშული სადგურების ჩართვა.
*შენიშვნა: სადგურის ინტალაციის პროცესი მარტივია, საჭიროა დენის წყაროში შეერთება და ტესტირება.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით)
- სამუშაო საათები და ანაზღაურება: გამომუშავებით
მნიშვნელოვანია:
ვაკანტური პოზიცია - 1
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე - ელ. ფოსტა
შეტყობინება:
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, შპს ვი ჩარჯი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს ვიჩარჯის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.