სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო-ის ლოგო

ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი (ადამიანური რესურსები)

სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 19 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები

ფუნქციები:

  • კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი;
  • სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით, სტაჟირებაზე და სასწავლო პრაქტიკის გასავლელად მიღებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • თანამშრომელთა კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა კორპორატიული სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა;
  • სამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების ორგანიზება;
  • თანამშრომელთა შეფასების პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
  • შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი;
  • ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
  • სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.

---

საკონკურსო თემატიკა:
·         საქართველოს კონსტიტუცია;
·         საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
·         საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
·         საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
·         საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
·         საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
·         საქართველოს კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ";
·         საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“;
·         საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N203 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“;
·         საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ"";
·         საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N219 დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"";
·         „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-1 დადგენილება.

---

დამატებითი მოთხოვნები:
-სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში 1 წლიანი გამოცდილება.

  • კომპეტენციები და უნარები:
  1. ანალიტიკური აზროვნება;
  2. გუნდური მუშაობა;
  3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  5. საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  6. დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
  • ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
  • კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
  • კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.

---

კატეგორია: ადამიანური რესურსების მართვა
ხელფასი: 3200 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური - - B1 - - B1
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

HR მენეჯმენტიშრომის კოდექსიMicrosoft Officeანალიტიკური აზროვნებაკომუნიკაციადროის მართვა