ღამის ადმინისტრატორი
სასტუმრო ალმა მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 31 აგვ
განაცხადების ვადა: 30 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
სასტუმრო ალმა აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ თანამშრომელს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 28;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 21:00-დან 09:00-მდე;
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება (Check-in/Check-out) არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო გადახდები);
- სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში (PMS), ინფორმაციის დამუშავება და ინვოისების მომზადება;
- სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ;
- პირდაპირი გაყიდვების მართვა (Walk-in და სატელეფონო ჯავშნები);
- შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) ოპერატიული მართვა;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და გაყიდვების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: ელ. ფოსტა
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ღამის ადმინისტრატორი.
PMSCheck-in/Check-outCustomer ServiceMS WordExcelGeorgianEnglishRussianCommunication