აკადემიური თანამდებობები - ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 10 სექ
განაცხადების ვადა: 18 სექ

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად - ინფორმაციული ტექნოლოგიები

" ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა " გაახანგრძლივა განაცხადების მიღების ვადა შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსზე:

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით - 1 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები;
  • შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა);
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ (ებ)ის ასლ (ებ)ი;
  • ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით. ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

  • აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებულ პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, თანდართული სარეგისტრაციო ფორმით.

https://newvision.ge/ka/vacancies/open-competition-for-academic-positions-information-technologies

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობაკვლევითი უნარებისილაბუსის შედგენაინფორმაციული ტექნოლოგიები