ინტერიერის დიზაინერი
Stenseსამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 25 სექ
განაცხადების ვადა: 25 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო
სტენსი მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
- დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
- დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
- ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით;
- დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- Revit - ის სრულყოფილად ცოდნა;
- შესაბამის პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 3000 ლარი ;
სამუშაო საათები: ორშ - პარ 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება;
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე ელ. ფოსტა და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Interior Designer.
https://www.stense.ge/
RevitBIM მოდელირებადიზაინის კონცეფციამასალების შერჩევა