მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 4000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 25 სექ
განაცხადების ვადა: 25 ოქტ

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
  • შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად).

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელშეკრულებების მომზადება/ანალიზი;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები და სხვა) მომზადება;
  • კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
  • ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
  • სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
  • კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
  • მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სამოქალაქო სამართალიადმინისტრაციული სამართალიხელშეკრულებების ანალიზისაოფისე პროგრამებიკორპორატიული სამართალი