ნოტარიუსის თანაშემწე
სანოტარო ბიურო მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000-1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 3 აგვ
განაცხადების ვადა: 2 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
სანოტარო ბიუროს ესაჭიროება თანამშრომელი ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე!
ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე, ათვისებული ფუნქციების და დაკისრებული ვალდებულებების მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
- რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება);
- სამოქალაქო სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება - საბაზისო ტერმინოლოგიის და პრინციპების ცოდნა;
- Windows-ის, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, ძირითადი საოფისე და საკომუნიკაციო პროგრამების ფლობა.
ვალდებულებები:
- რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
- სანოტარო აქტების დაბეჭდვა;
- სანოტარო რეესტრში სანოტარო აქტების რეგისტრაცია;
- საჯარო რეესტრში საბუთების რეგისტრაცია;
- კლიენტების მიღება და რიგის მოწესრიგება;
- სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების შესრულება, როგორიცაა საბუთების აკინძვა, არქივში შენახვა და ა.შ.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი.
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- სწრაფად ათვისების უნარი (საქმეს შეგასწავლით ადგილზე).
დამატებითი ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
- სამუშაოს ტიპი: ადგილზე, სრული განაკვეთით;
- სამუშაო საათები: 11:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი;
- ოფისი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის 1 (თავისუფლების მოედანი).
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე ელ. ფოსტა ან დამიკავშირდეთ ნომერზე: 595101608 (ლანა)
რუსული ენაინგლისური ენასამოქალაქო სამართალისაოფისე პროგრამებიდოკუმენტაციის მართვა