საქმეთა მწარმოებელი
არქთრეიდიკომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
"არქთრეიდის" ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი "არქთრეიდზე": https://archtrade.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბინების სარემონტო სამუშაოების სრული პროცესის ზედამხედველობა;
- სარემონტო ჯგუფების ორგანიზება, კოორდინაცია და ყოველდღიური სამუშაოების მართვა;
- სამუშაოების შესრულების ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
- ტექნიკური მოთხოვნებისა და დადგენილი მეთოდოლოგიური სტანდარტების დაცვა;
- სამუშაოების ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- საჭირო მასალებისა და რესურსების სწორად გამოყენების კონტროლი;
- დამკვეთთან, ხელოსნებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
- * შესრულებული სამუშაოების შემოწმება და საბოლოო ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სარემონტო-სამშენებლო სფეროში მუშობის გამოცდილება;
- სარემონტო/სამუშაო გუნდების მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება;
- სამშენებლო და სარემონტო პროცესების, ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კარგი კომუნიკაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
- სამუშაო პროცესების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ოქტომბერი .
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.