ქოლცენტრის ოპერატორი

აკა
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1300 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 7 ოქტ
განაცხადების ვადა: 31 ოქტ

შპს " აკა " ბაზარზე არის წარმოდგენილი, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრით მერსედეს-ბენცის ავტომობილების გაყიდვას და სერვისს. შპს. "აკა" არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.mercedes-benz.ge

შპს "აკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქN6 (ვაკე-საბურთალო)

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00, შაბათი 9:00-13:00

ანაზღაურება თვეში: 1300 ლარიდან (ხელზე ასაღები)

სამუშაოს აღწერა:

  • შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.
  • შემოსულ ზარებზე ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. კომპეტენციის ფარგლებში სათადარიგო ნაწილებსა და მომსახურების სტანდარტულ ფასებზე ინფორმაციის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება საკითხთან დაკავშირებულ თანამშრომელთან.
  • მომხმარებელთა გადამისამართება ან მათი საკონტაქტო ინფორმაციისა და მოთხოვნის მიწოდება ავტომობილების გაყიდვების სამსახურისთვის.
  • მომხმარებელთან/პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის რეესტრის წარმოება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში.
  • აუცილებელია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
  • მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
  • კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

შერჩევის მეთოდი: ინდივიდუალური გასაუბრება

თუ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საოფისე პროგრამებირუსული ენაინგლისური ენაკომუნიკაციაპრეზენტაციის უნარი