იურისტი
ჩერნოვეცკის ფონდი მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1300 USD/თვე
გამოქვეყნდა: 8 აგვ
განაცხადების ვადა: 7 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
იურისტი - სამართალდამცავი " ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში ", ქ. თბილისი
ხელფასი 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის კურსით + პრემიები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. პირველი თვე — სტაჟირება: 700 დოლარი .
მოთხოვნები კანდიდატებისთვის:
- საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა, სასამართლო პრაქტიკა აუცილებელია;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამოქალაქო საკითხებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა გამართული გრამატიკით (წერითი და სასაუბრო);
- სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილების, მიმართვების მომზადების გამოცდილება;
- შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის მაღალი დონე;
- ადვოკატის ლიცენზია.
ვალდებულებები:
- საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მომართვებთან მუშაობა;
- ხელმძღვანელობის დავალებით მოთხოვნების/პასუხების მომზადება ოფიციალური ორგანოებისთვის;
- მონაწილეობის მიღება ფონდის საქმეებისთვის წარმოებულ სასამართლო განხილვებში;
- ფონდის ხელმძღვანელობასა და დამფუძნებელთან ხაზზე ყოფნა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (ზარზე პასუხი). თუმცა ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება!
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი 9.00—18.00 ოფისში ქ. თბილისში;
- ხელფასის დონე — 1300 დოლარი საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით, ლარებში + უხვი პრემია თითოეულ გადაჭრილ საკითხზე.
- მუშაობის პირველი თვე - სტაჟირება - 700 დოლ., რომელიც შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს: ან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებით, ან სამუშაოდან წასვლით, თუ სტაჟიორის მიერ დეკლარირებული ცოდნა არ შეესაბამება სინამდვილეს და სწავლის სურვილიც არ აქვს.
- უფასოდ სწავლა უკრაინის დამსახურებულ იურისტთან, სამართლის დოქტორ ლეონიდ ჩერნოვეცკთან.
- ძალიან მაღალი ხელფასით მაღალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
მისამართი კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გამოსაგზავნად: ელ. ფოსტა , გამოგზავნის დროს წერილის თემის ველში მიუთითეთ "იურისტი", რათა ვიცოდეთ, კომპანიის რომელ ვაკანსიას გამოეხმაურეთ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!
სამართლებრივი ცოდნასასამართლო პრაქტიკაადვოკატის ლიცენზიაქართული ენარუსული ენასამოქალაქო სამართალი