დიასახლისი/დამლაგებელი

არქიდეა
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 1 სექ
განაცხადების ვადა: 15 სექ

კომპანია "არქიდეა" (Archidea LTD) შოურუმისთვის, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვ. პეტრიაშვილის 25, სადაც წარმოდგენილია ავეჯის, სანათების და სახლის აქსესუარების პროდუქცია, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის/დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: დიასახლისი პასუხისმგებელია შოურუმში, პერსონალის ოთახებში სისუფთავისა და ჰიგიენის შენარჩუნებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მტვრის გადაწმენდა;
  • იატაკის დასუფთავება, მოწმენდა;
  • შოურუმის მოწესრიგება, დალაგება;
  • სამუშაო მაგიდების მოვლა/დასუფთავება;
  • ნაგვის ურნების დაცლა და ნარჩენების გატანა;
  • საწმენდი საშუალებებისა და მარაგების კონტროლი საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების მოთხოვნა.

შოურუმის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

  • ზოგადი დასუფთავების სამუშაოების (დაგვა, მოწმენდა, მტვრის წმენდა);
  • მსგავს გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების საბაზისო სტანდარტების ცოდნა (ქიმიური საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება/შენახვა).

დროის მართვისა და ორგანიზების კარგი უნარები, დავალებების ეფექტურად შესასრულებლად.

პუნქტუალურობა, საიმედოობა და როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი.

პირობები:

  • სრული განაკვეთი: 10:00-17:00 კვირაში 5 დღე
  • დასვენების დღე შაბათი-კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: .

დასუფთავებაჰიგიენის სტანდარტებიდროის მართვაორგანიზებულობა