ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული, სასტუმროს დიასახლისი

სასტუმრო Gladius Inn

სასტუმრო " გლადიუს ინნ " აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;

** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ყურადღება დეტალების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება-განთავსება (Check-in) და გასვლისას (Check-out) ნომრის მდგომარეობის შემოწმება/კონტროლი;

** ჯავშნების მიღება და კონტროლი (მათ შორის Booking.com-ის პლატფორმაზე);

** შემოსულ ზარებზე, წერილებსა და Mail-ებზე დროული პასუხის გაცემა;

** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;

** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 18:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე ან 09:00 დან 18:00 მდე

** ანაზღაურება: 60 ლარი ღამის ცვლაზე; 50 ლარი დღის ცვლაზე

(ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს)

2. საუზმის მზარეული

მოვალეობები:

** კერძების დროულად და ხარისხიანად მომზადება

** პროდუქტების მარაგის კონტროლი

** სამზარეულოს და სასადილოს მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ

** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება სტანდარტების შესაბამისად

** საუზმის სივრცის მოწესრიგება, შვედური მაგიდის სერვირება

სამუშაო საათები: 08:00 - 15:00

ანაზღაურება ცვლაზე 50 ლარი (ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს)

3. სასტუმროს დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა;

** ნომრების სტანდარტების მიხედვით დალაგება-დასუფთავება;

** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;

** ადმინისტრაციის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, ორგანიზებული, მოწესრიგებული;

** კეთილსინდისიერად სამუშაოს შესრულება;

** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეების რაოდენობა (კვირაში): 5 დღე;

** სამუშაო საათები (დღეში): 8 საათი;

** დასვენების დღეების რაოდენობა (კვირაში): 2 დღე;

** ანაზღაურება: 1200 ლარი .

ლოკაცია: თბილისი, დ. აღმაშენებლის 142 (მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 574 804 574.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ნუ დატოვებთ სათაურს ცარიელს.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებით.

გისურვებთ წარმატებას!

ინგლისური ენარუსული ენაკომპიუტერული პროგრამებიგუნდური მუშაობაპასუხისმგებლობა