გაყიდვების მენეჯერი - ABA Auto

"ABA ავტო" ბროკერული სააგენტოა, რომელიც ადამიანებს მანქანების ყიდვა-გაყიდვას უმარტივებს.

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იქნება კომუნიკაბელური, მოტივირებული და ორიენტირებული შედეგზე. თუ გიყვართ გაყიდვები, მარტივად ამყარებთ ურთიერთობას მომხმარებლებთან და გსურთ განვითარება ავტომობილების სფეროში, შემოგვიერთდით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა;

** ავტომობილების გაყიდვების პროცესის სრულყოფილად მართვა;

** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ ბაზასთან მუშაობა;

** გაყიდვების გეგმის შესრულება;

** კომპანიის სოციალური ქსელებისთვის ვიდეოებში მონაწილეობა და ავტომობილების პრეზენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც არ ერიდება კამერის წინ გამოჩენა და მზად არის მონაწილეობა მიიღოს კომპანიის სარეკლამო ვიდეოებში.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი - 500 ლარი ;

** ბონუსი ყოველი გაყიდული ავტომობილიდან (შეთანხმებით).

თუ ხარ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გაინტერესებს ავტომობილების სფეროში კარიერული განვითარება, გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე და შემოუერთდი "Aba Auto"-ს გუნდს!

გაყიდვებიკომუნიკაციამოლაპარაკებებიავტომობილები