თერმული ეტიკეტების მწარმოებელი კომპანია შპს " სპექტრუსი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სურამის ქ.13

სამუშაო დრო: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა და პოტენციური დამკვეთების მოძიება;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების ზრდა;
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • მოლაპარაკების წარმართვის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე:

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

"სპექტრუსი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "სპექტრუს" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: .

გაყიდვებიმომხმარებელთან ურთიერთობამოლაპარაკებების წარმოებასაოფისე პროგრამებიანალიტიკა