Blue Waters logo

ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი

Blue Waters
1500-3500 ₾/თვე
20 ივლ
20 აგვ

თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ გასვლითი ვიზიტებისთვის, " ბლუ უოთერსის " გუნდში შენ გეძებთ ტექნიკური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Blue Waters

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას

** ფიქსირებული 1500 ლარი .

** ბონუსი: 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

** შიდა სასწავლო სისტემებს

** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას

** ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას-200 ლარით

** ანაზღაურებად შვებულებას: 24 სამუშაო დღე

სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება)

რა იქნება შენი მთავარი მიზანი:

** მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტის შეთავაზება

** პროექტის შეთანხმება და აღსრულება

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ადგილზე ვიზიტი და წინასწარი შეფასება შემდგომი სამუშაოებისთვის.მომხმარებლების საჭიროების მიხედვით შესაბამისი შეთავაზების მომზადება

** ტექნიკური გუნდისთვის ხარჯთაღრიცხვის და ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება

** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი

** კომპანიის საქმიანობის და არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/SalesManager2/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გაყიდვებიმომხმარებელთან ურთიერთობატექნიკური შეფასებარეპორტინგიდაგეგმარება