" პიქსელის " გუნდი ეძებს ახალ წევრს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის ყოველდღიური მოვალეობები მოიცავს შემდეგს:

** შენობის აქტუალური საპროექტო და as-built დოკუმენტაციის ანალიზი და აუდიტი

** შენობის საინჟინრო დოკუმენტაციის აქტუალიზაცია, შენობის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა

** შენობის სივრცეების ელექტრონული გეგმარებების შემოწმება, მათი ანალიზი და შენობის რეალურ გეგმარებებთან შესაბამისობაში მოყვანა

** შენობაში არსებული ყველა სისტემის ტექნიკური მდგომარეობისა და მუშაობის ეფექტურობის შეფასება, ასევე საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და აღნიშნული სისტემების/დანადგარების ტექნიკური გაუმჯობესების გეგმის შედგენა

** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში შესაბამისი საჭირო პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება

** მსხვილი სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად შემსრულებელი კომპანიების მოძიება ტენდერის მეშვეობით, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა/დამუშავება, ასევე შესაბამისი მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვების დაორგანიზება

** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და უკვე გაწეული ანაზღაურებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი

** შენობაში არსებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციის, მათი ტექნიკური მომსახურებისა და შემდგომი მომსახურების ხარისხის კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება

** არქიტექტურული პროგრამების: ArchiCAD ან AutoCAD ცოდნა, სასურველია 3D Max-ისა და Adobe Photoshop-ის ცოდნა

** გუნდური მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, დროის მენეჯმენტი

** ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი".

გისურვებთ წარმატებებს!

ArchiCADAutoCAD3D MaxAdobe Photoshopსაინჟინრო დოკუმენტაციატენდერების მართვაინგლისური ენარუსული ენა