ადმინისტრატორი - XS სათამაშოები

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი " xstoys " აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, გრანდ მოლში, ქალაქ ბათუმში .

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში და ერთი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** კომფორტული სამუშაო გარემო;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა

** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება

** სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა

** პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი

** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)

** კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები)

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი

** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი -გრანდმოლი ბათუმი).

სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

MS Officeსალარო სისტემებიორგანიზებულობადროის მართვაკომუნიკაცია