მძღოლი - B, C კატეგორია - პრო საუნდი

კომპანია "პრო საუნდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:"პრო საუნდი" საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს კონცერტებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ტექნიკურ მომსახურებას. ჩვენი მიმართულებებია:

** პროფესიონალური საკონცერტო აპარატურა;

** სცენა;

** განათება;

** LED ეკრანები;

** ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირება;

** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოვლა, სისუფთავისა და გამართული მდგომარეობის კონტროლი;

** თავისუფალ პერიოდში კომპანიის საწყობში სხვადასხვა საორგანიზაციო და წვრილმანი სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება - 2 000 ლარი ;

** დამატებით ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო საათები;

** ქალაქგარეთ მივლინების შემთხვევაში გაიცემა 24 საათზე 40 ლარის დღიური.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

თუ გსურთ გახდეთ "პრო საუნდის" გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის.

ტელ: 577385328

ელფოსტა:

B კატეგორიის მართვის მოწმობაC კატეგორიის მართვის მოწმობაპასუხისმგებლობაპუნქტუალურობაგუნდური მუშაობა