შპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს. კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ხარჯთაღმრიცხველს .

ლოკაცია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ. №1ა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი - კანდიდატს შეუძლია კვირაში 2 დღე იმუშაოს ოფისიდან, ხოლო დანარჩენი დღეები დისტანციურად;

** ანაზღაურება: 2, 000 ლარი (NET)

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები:

** ხარჯთაღრიცხვების მომზადება და ანალიზი;

** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა;

** სამუშაო მოცულობების ამოთვლა ნახაზების მიხედვით;

** კომერციული წინადადებების და ფორმა N2-ების მომზადებაში მონაწილეობა;

** მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების ფასების მოძიება და ანალიზი.

სამუშაოების ძირითადი მიმართულებები:

** შიდა სარემონტო სამუშაოები (Fit-Out);

** ფასადების მოწყობა და მოპირკეთება;

** სახურავების მოწყობა და რეაბილიტაცია;

** გარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;

** საინჟინრო სისტემების (MEP) მოწყობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;

** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ხარჯთაღმრიცხველის ან მსგავს პოზიციაზე;

** MS Excel-ის, AutoCAD-ის და ArchiCAD-ის ცოდნა;

** ტექნიკური დოკუმენტაციისა და საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტის მისამართზე: .

MS ExcelAutoCADArchiCADტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვაანალიტიკური აზროვნება