ამანათების დახარისხების სპეციალისტი
Inex Groupსაერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე საბაჟო ტერმინალზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + დანამატი
საქმიანობის აღწერა:
- სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების პროგრამული აღრიცხვა, დახარისხება;
- რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება;
- დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- კოლეგიალურობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტა . სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ამანათების დახარისხების სპეციალისტი ", ან დაგვირეკეთ ნომერზე (+995 32) 249 26 26.
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: ელ. ფოსტა .
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!