უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი - Bound Solutions

უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი

Bound Solutions
თბილისი
ადგილზე
სრული
2000-2500 ₾/თვე
13 ივლ
13 აგვ

" Bound Solutions " აცხადებს ვაკანსიას უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Senior Support) თანამდებობაზე.

ხელფასი: 2000-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

სამუშაო გრაფიკი: 5/2 (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და პრობლემების დიაგნოსტირება;

** საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;

** სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და ინციდენტების/თიქეტების მართვა;

** სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია, დიაგნოსტირება და პროვაიდერებთან კოორდინაცია;

** საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია;

** მოწყობილობების სისტემაში დამატება, სენსორების კონფიგურაცია და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება;

** კლიენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია და პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები;

** Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება;

** მონიტორინგის სისტემის მართვა: Dashboard-ების აწყობა და Alert-ების ადმინისტრირება;

** კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან/და ტექნიკური კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** ქსელური და სერვერული პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება;

** CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (კამერები, ჩამწერები, ქსელური ინტეგრაცია);

** IT ინციდენტების მართვისა და პრობლემების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;

** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების აღწერის გამოცდილება;

** სასტუმროს IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PMS, POS, Wi-Fi) ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური ცოდნა და კომპეტენციები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა (LAN/WAN, VLAN, DHCP/DNS, Switch/Router);

** IT უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;

** მომხმარებელთან/კომპანიის პარტნიორთან პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** ⁠თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,

დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;

** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);

** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;

** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

IT SupportNetwork AdministrationCCTV SystemsHelpdeskEnglish C1LAN/WAN