" Leonidas Georgia " აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00 - 22:00

ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ჩვენ შესახებ:

"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა;

** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება;

** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;

** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;

** პროდუქციის რაოდენობის, ვადებისა და ფასების კონტროლი;

** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს;

** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით;

** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას;

** არის დეტალებზე ორიენტირებული;

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით);

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან;

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე:

სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.

სალაროსთან მუშაობამომხმარებელთა მომსახურებაქართული ენაინგლისური ენაკომუნიკაბელურობა