" ფინბიურო " სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე;

ანაზღაურება: 2200ლ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარისა და მასალის შეძენა
  • შესყიდვის განხორციელებამდე ბაზრის მოკვლევის ჩატარება და მომწოდებლების შედარებითი ანალიზი
  • საწვავის ყოველდღიური მონიტორინგი, ლიმიტების დამატების განხილვა და დარიცხვა, ჩამოწერა
  • ოფისების მოწყობის კოორდინაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • საბეჭდი კარტრიჯების დამუხტვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი
  • ბუღალტერიისთვის გადასარიცხი ინვოისების მიწოდება და კონტროლი
  • წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა
  • ძირითადი საშუალებების აღწერა
  • ფილიალებში წარმოქმნილი ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარება
  • ოფისების ჰიგიენისა და აღჭურვილობის ხარისხის მონიტორინგი
  • დიასახლისების საქმიანობის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა)
  • შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: . სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

შესყიდვებიმომწოდებლებთან მუშაობასაოფისე პროგრამებიბუღალტერიის საფუძვლებიბაზრის მოკვლევა