მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი - გრინ კლიმატი

მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი

გრინ კლიმატი
თბილისი
სრული
7 ივლისი 2026
7 აგვისტო 2026

შპს " გრინ კლიმატი " აცხადებს ვაკანსიას: მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

"გრინკლიმატი" კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და მის შემდგომ მონტაჟს საქართველოში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;

** სამუშაო პროცესის მონიტორინგი;

** ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება (დამკვეთებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი);

** სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალების (ბანერები, პოსტები, სთორები) დამოუკიდებლად შექმნა და დიზაინი.

** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok) სრული.

** კონტენტის დაგეგმვა;

** რეკლამების მართვა (Meta Ads);

** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი;

** ანალიტიკის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;

** დროის ეფექტური მართვის უნარი;

** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის (SMM) მიმართულებით;

** სასურველია გრაფიკული პროგრამების: Canva, Photoshop ან Illustrator-ის სამუშაო დონეზე ფლობა, პოსტის ბანერების დამოუკიდებლად აწყობის მიზნით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N13

დასაქმების ტიპი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: . აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგისა და ოფისის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად გამოგვყევით გვერდზე: https://www.greenclimat.com/

გისურვებთ წარმატებას.

Microsoft OfficeSMMMeta AdsCanvaPhotoshopIllustratorკომუნიკაციადროის მართვა