ჩვენი ჰოლდინგი ეძებს კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც იმუშავებს მომხმარებლებთან, მიიღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს შეკვეთის პროცესის სრულყოფილად მართვას.

ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ელექტრონიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები, საკვები დანამატები და სხვა პროდუქტები. შესაბამისად, პოზიცია მოითხოვს მოქნილობას, სწავლის სურვილს და სხვადასხვა ტიპის პროდუქტის სწორად წარდგენის უნარს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია

** პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია

** მომხმარებლის საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება

** შეკვეთების მიღება და გაფორმება

** შეკვეთების შიდა პროგრამაში სწორად შეყვანა

** შეკვეთის ჩაბარების პროცესის კონტროლი

** კურიერებთან ან მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია

** მომხმარებლისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

** გაყიდვების პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული მოგვარება

** მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიონალური ურთიერთობის შენარჩუნება

სასურველი უნარები და გამოცდილება:

** გაყიდვების ან მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

** სწრაფად სწავლისა და სხვადასხვა პროდუქტზე ინფორმაციის ათვისების უნარი

** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი

** კომპიუტერთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა

** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსები (ნავაჭრის 1-1.5%)

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

** სამუშაო დრო: დღეში 8 საათი

** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

** მიმართულება: სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების გაყიდვები

** სამუშაო გარემო: დინამიკური, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს

** მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობის შესაძლებლობას

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარების პრაქტიკულად განვითარებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".

კომუნიკაციაგაყიდვებიორგანიზებულობადეტალებზე ყურადღებაკომპიუტერიგუნდური მუშაობა