მფლობელის თანაშემწე - გიშო კოფი & ტურს

მფლობელის თანაშემწე

გიშო კოფი & ტურს
თბილისი
სრული
1200 ₾/თვე
4 ივლისი 2026
4 აგვისტო 2026

კაფეს "გიშო კოფი და ტურები" ესაჭიროება მფლობელის თანაშემწე სრულგანაკვეთიან სამუშაოზე ხელსაყრელი პირობებით, მზარდი ანაზღაურებით, კარგი ბონუსური სისტემით და მოქნილი, თქვენზე მორგებული გრაფიკით.

მოვალეობა:

** კაფეს გამართულ მუშაობაში დახმარება.

** მენეჯმენტის გაწევა.

** ცივი და ცხელი სასმელების, მარტივი კოქტეილებისა და მილქშეიკების მომზადება ესპრესოს აპარატით (თუ არ იცით, ადგილზე შეგასწავლით ბარისტობასაც).

** ობიექტის მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში).

** დირექტორის დავალებების შესრულება.

** მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი).

** დირექტორის განრიგის და შეხვედრების ჩანიშვნა.

** მსუბუქი მომარაგება (კაფის საჭიროების შემთხვევაში).

მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა (რადგან ობიექტის ლოკაცია დატვირთულია ტურისტებით) - ინგლისური (აუცილებელი), რუსული (სასურველია)

** სასიამოვნო გარეგნობა, ღიმილიანი და ხალასიანი, მოწესრიგებული კადრი

** მოტივირებული პიროვნება ბიზნესის გაზრდაზე, სხვა ფილიალის გახსნაზე ხელშეწყობა და ენერგიული, პიროვნულ და საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირებული

** მართვის მოწმობა (სასურველია), გექნებათ სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილების საშუალება საჭიროებებიდან გამომდინარე.

პირობები:

** ხელფასი: 1200 ლარი (მოჭრილი თვის ბოლოს)

** ყოველდღიური ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე

** კვება (უფასოდ)

** ცხელი ან ცივი სასმელი (უფასოდ)

** სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

** დამატებითი პრემია

** მეგობრული და სასიამოვნო გარემო, თავისუფალი გრაფიკი, სახალისო სამუშაო

ლოკაცია: რუსთაველის მეტროს წინ, კოსტავას 3 გ, რესპუბლიკის მოედანი (სასტუმრო რედისონთან და ველოსიპედის ძეგლთან ახლოს)

სამუშაო საათები: კაფე ღია არის ყოველდღე 07:30 დან - 23:00 მდე

ასისტენტის სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, კვირაში 2 დღე დასვენება (დღეების შეთანხმებით)

თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე:

ინგლისური ენარუსული ენაბარისტაადმინისტრირებაკომუნიკაციამართვის მოწმობა