საქმეთა მწარმოებელი - რებილდი

კომპანია " რებილდი " წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;

** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება;

** სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;

** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე;

** სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;

** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;

** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა;

** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი პროცედურის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოება და გადმოგზავნა, შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;

** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad);

** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;

** გუნდის მართვის უნარი;

** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;

** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;

** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

MS OfficeAutoCADArchicadსამშენებლო ნახაზების ანალიზიგუნდის მართვაანალიტიკური აზროვნება