ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის

Legal Experts of Georgia

"Legal Experts of Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის .

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო დრო: 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე.

ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო .

სტაჟირების ვადა: 3 თვე (სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:

** სასამართლო წარმომადგენლობა მენტორ ადვოკატთან ერთად.

** სარჩელების და შესაგებლების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

** წარმომადგენლობა სასამართლოში ან/და კერძო აღმასრულებელთან/აღსრულების ეროვნულ ბიუროში;

** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (განცხადებების, მორიგებების და ა.შ);

** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)

** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სამოქალაქო სამართალიადმინისტრაციული სამართალისამართლებრივი დოკუმენტაციაინგლისური ენარუსული ენასაოფისე პროგრამები