მთავარი ბუღალტერი - Georgia Destination Management
Georgia Destination Management logo

მთავარი ბუღალტერი

Georgia Destination Management
თბილისი
სრული
4000-5000 ₾/თვე
7 ივლისი 2026
7 აგვისტო 2026

სს " ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი " აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)

შრომის ანაზღაურება: 4, 000 - 5, 000 NET (გამოცდილების მიხედვით)

პოზიციის მიზანია: კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;

** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი,

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;

** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;

** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;

** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;

** საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;

** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;

** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

საგადასახადო კოდექსიფინანსური აღრიცხვაMS Officeბუღალტრული პროგრამები