ERP პროექტების მართვის მენეჯერი
Match Up Consultingთუ გაქვს პროექტების ეფექტური მართვის, გუნდის კოორდინაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის LLM მოდელების, სამუშაო პროცესებში ინტეგრირების გამოცდილება, " Match UP Consulting "-ის პარტნიორ კომპანიაში ERP პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებთ!
მთავარი მიზანი იქნება: ERP სისტემების დანერგვის, ოპტიმიზაციისა და განვითარების პროექტების ხელმძღვანელობა.
შენთვის საინტერესო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2, 000-4, 000 ლარი + ბონუსი
** საშუალო ჯამური შემოსავალი: 8, 000-15, 000 ლარი თვეში
** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული; ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00; ლოკაცია - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** სამუშაო გარემო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა:
** CRM და ERP პროექტების დაგეგმვა, მართვა და წარმატებით დასრულება ვადებისა და ბიუჯეტის დაცვით
** გუნდის მუშაობის კოორდინაცია Kanban-ისა და სხვა Agile მეთოდოლოგიების გამოყენებით
** პროექტის დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა
** დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან) კომუნიკაცია და მოთხოვნების მართვა
** LLM მოდელების შესაძლებლობების გამოყენება პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის
** რისკების იდენტიფიცირება და მართვა პროექტის მიმდინარეობისას
** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება
აუცილებლად დაგჭირდება:
** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ERP პროექტების მართვაში
** პროექტების მართვის მტკიცე უნარები და მეთოდოლოგიების ცოდნა (Kanban, Scrum/Agile)
** პროექტების მართვის სისტემების ცოდნა (Jira, Trello ან მსგავსი ინსტრუმენტები)
** LLM მოდელებთან მუშაობის მაღალი დონის ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდის მართვისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/bUlsr
