" Evolution Georgia " - შვედური კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი სერვისის მიმწოდებელია ლაივ თამაშების ინდუსტრიაში, აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი თამაშის წამყვანის პოზიციაზე.

თუ გსურს სამუშაო, მოქნილი გრაფიკითა და განვითარების პერსპექტივით - ეს პოზიცია შენთვისაა

სამუშაოს აღწერა:

** კამერის წინ თამაშის წარდგენა თურქულ ენაზე;

** თამაშის პროცესის მართვა;

** მომხმარებლისთვის დადებითი და ენერგიული გარემოს შექმნა;

პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას, რადგან კომპანია უზრუნველყოფს ანაზღაურებად ტრენინგებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (A2-დან);

** კომუნიკაციის უნარი;

** აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 960 ლარიდან 1900 ლარამდე + (მოქმედებს საბონუსე სისტემა);

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია სწავლასთან ან სხვა სამსახურთან შეთავსება);

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** ინგლისური ენის კურსები;

** სრულად აღჭურვილი უფასო სპორტდარბაზი (იოგასა და ზუმბას კლასები) და FitPass;

** სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://careers.evolution.com/georgia/turkish-speaking-gp/

თურქული ენაკომუნიკაციაპრეზენტაციის უნარი