დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 12, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 1500 (net)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს;

** საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;

** უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;

** ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი;

** შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საოფისე პროგრამებიანალიტიკური აზროვნებამოლაპარაკებების წარმოებადროის მართვაორგანიზებულობა