სასტუმროს ადმინისტრატორი - სასტუმრო Unfound Door

"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება

** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით

** სასტუმროსა და რესტორნის ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით და სოციალური ქსელით.

** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე

** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით

** შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება

** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა

** კომუნიკაბელურობა

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში

** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

** დაზღვევას

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

Booking.comCustomer Serviceქართული ენაინგლისური ენაკომუნიკაცია