ავტოიმპორტიორი კომპანია " Lemon Logistics " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00

მდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის #5

ანაზღაურება: ფიქსირებული + მზარდი ბონუსი. განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან და დასახული KPI-დან გამომდინარე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური საცალო და B2B მომხმარებლების მოძიება და კონსულტაციის გაწევა.

** არსებული კლიენტების პორტფოლიოს მართვა.

** ავტომობილების შერჩევა და ისტორიის შემოწმება.

** აუქციონებში მონაწილეობა და ვაჭრობის პროცესის მართვა.

** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ავტოიმპორტი ჩაითვლება უპირატესობად)

** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა. (ჩაითვლება უპირატესობად)

** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** სამუშაო სპეციფიკის შესწავლა ადგილზე.

** ფიქსირებული ანაზღაურება + მზარდი ბონუსი.

** კომფორტული სამუშაო გარემო.

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 555 00 33 55

ელ. ფოსტა:

ვებ-გვერდი: lemonlogistics.ge

მისამართი: ი. ჭავჭავაძის #5, თბილისი, საქართველო

გაყიდვებიB2B გაყიდვებიავტომობილების ტექნიკური ცოდნაკომუნიკაციაშედეგზე ორიენტირებულობა