ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტი
Geopardკომპანია GEOPARD Consulting ( http://www.geopard.ge ) აცხადებს ვაკანსიას კლიენტი კომპანიისთვის ლოგისტიკის ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო დოკუმენტების დახარისხებას, ბაზების განახლებასა და ბაზებში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავებას წინასწარ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფრანგული ენის კარგ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ფრანგულენოვან ქვეყანაში ცხოვრების/სწავლის გამოცდილება.
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება სატრანსპორტო/ლოგისტიკის კუთხით (კომპანია უზრუნველყოფს კადრის სრულ გადამზადებას ადგილზე ან/და მივლინებას კლიენტ კომპანიასთან საფრანგეთში).
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.
** სიზუსტე, აკურატულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა;
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო საათები (ზაფხულის პერიოდში): 11:00 - 20:00 (1-საათიანი შესვენებით);
** ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად;
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
** დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ.
ანაზღაურება:
საწყისი ხელფასი: 1 800 ლარი (ხელზე ასაღები);
ხელფასის მატება: 12 თვეზე - 150 ლარი, 18 თვეზე - 150 ლარი, 24 თვეზე - 150 ლარი , 36 თვეზე - 100 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV (ფრანგულად ან ინგლისურად) ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა არა უგვიანეს 2025 წლის 30 ივლისისა . გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
