კვების ობიექტების აღწერის მენეჯერი - ფინარეა

საბუღალტრო კომპანია " ფინარეას " ძირითადი საქმიანობებია: კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება.

"ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების აღწერის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 800 ლარი .

სამუშაოს ტიპი: კვირაში 2 დღე - 11:00-18:00 სთ. სამუშაო დღეები შეთანხმდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათი და კვირა არასამუშაო დღეებია).

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამების ცოდნა (სასურველია).

უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

** მათემატიკური უნარები.

მოვალეობები:

** კვების ობიექტების დოკუმენტაციის დამუშავება;

** კვების ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება;

** შესაბამის პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის შეყვანა (შესყიდვების ასახვა);

** შედეგების დამუშავება და გაანალიზება;

** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

P.S. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ვაკანსიაში მითითებულ შრომის ანაზღაურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგზავნოთ CV, თუ ეს ანაზღაურება თქვენთვის მისაღებია.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: . "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

საოფისე პროგრამებიორგანიზებულობაანალიტიკური აზროვნებამათემატიკური უნარებიდეტალებზე ორიენტირებულობა