კომპანია " სფერა " აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შესვენება 1 საათი.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს და უზრუნველყოფს ყველა ფინანსური ოპერაციის სწორ და დროულ ასახვას.

** აკონტროლებს მთავარი წიგნის (General Ledger), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ხელფასების, ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის პროცესებს.

** უზრუნველყოფს საბანკო ანგარიშების, სალაროს, მომწოდებლებისა და სხვა ბუღალტრული ანგარიშების პერიოდულ შეჯერებას (Reconciliation).

** ამზადებს და ამოწმებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს.

** უზრუნველყოფს საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური ანგარიშგებებისა და სხვა სავალდებულო ანგარიშგებების დროულ მომზადებასა და წარდგენას.

** აკონტროლებს ფინანსური ოპერაციების შესაბამისობას IFRS-ის, საგადასახადო კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკების მოთხოვნებთან.

** თანამშრომლობს აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან, ბანკებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან.

** ნერგავს და აუმჯობესებს შიდა საბუღალტრო კონტროლის მექანიზმებს.

** აკონტროლებს თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესს.

** ხელმძღვანელობს ბუღალტრების საქმიანობას, ანაწილებს დავალებებს და უზრუნველყოფს სამუშაოს ხარისხიან შესრულებას.

** უზრუნველყოფს საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ფინანსური ჩანაწერების სათანადო წარმოებას, შენახვასა და არქივირებას.

** მონაწილეობს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციატივებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში.

** ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-წლიანი გამოცდილება

** IFRS-ისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა.

** სასურველია ACCA ან სხვა პროფესიული საბუღალტრო კვალიფიკაცია.

** საბუღალტრო/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

** პასუხისმგებლობა და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელფოსტის მისამართზე . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

IFRSსაგადასახადო კანონმდებლობაMS ExcelERP სისტემებიACCAანალიტიკური აზროვნება