გაყიდვების აგენტი - Rivo • რივო
Rivo • რივო logo

გაყიდვების აგენტი

Rivo • რივო
ნებისმიერი
დისტანციური
სრული
1500-2000 ₾/თვე
12 ივლ
19 ივლ

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების აგენტს, რომელსაც სურს გახდეს კომპანიის წარმატების ნაწილი. თუ ფლობთ ეფექტურ კომუნიკაციის უნარებს, გაქვთ გაყიდვებში რამდენიმე წლიანი გამოცდილება და სურვილი განაგრძოთ ამ მიმართულებით განვითარება - ეს პოზიცია თქვენთვისაა.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა (შეუზღუდავი გამომუშავება)
  • სამუშაო მოდელი: დისტანციური ან ჰიბრიდული
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების აქტიური მოძიება და პირველადი კონტაქტის დამყარება (ე.წ. „ცივი“ და „თბილი“ ზარები)
  • კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების დეტალური პრეზენტაცია, მათი უპირატესობების ეფექტურად წარდგენა
  • მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება
  • გაყიდვების ყოველთვიური და კვარტალური გეგმების შესრულება
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური პარტნიორობის შენარჩუნება
  • გაყიდვების პროცესის აღრიცხვა და რეპორტინგი CRM სისტემაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით
  • გამართული, დამარწმუნებელი და თავაზიანი ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და აზრის დასაბუთების ნიჭი
  • ქართული ენის სრულყოფილად, გამართულად ფლობა

სასურველია:

  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

რას გთავაზობთ:

  • Remote-first-hybrid მოდელის ფარგლებში დისტანციურად მუშაობას.
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და გამჭვირვალე, ულიმიტო საბონუსე სისტემას.
  • საუკეთესო ტექნიკითა და სოფტით აღჭურვას - Apple MacBook და წვდომა წამყვან პრემიუმ პროგრამულ უზრუნველყოფებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ხელსაწყოებზე (Gemini, ChatGPT, Claude).
  • კორპორატიულ სადაზღვევო პაკეტს.
  • კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით.
  • ანაზღაურებად შვებულებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
  • მეგობრულ გარემოსა და ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას
  • კარიერული და ფინანსური ზრდის რეალურ შესაძლებლობას
  • ტრენინგებსა და მუდმივ პროფესიულ განვითარებას გაყიდვების მიმართულებით
კორპორატიული გაყიდვები