" Organical " ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ ფარმაცევტს . პოზიცია მოიცავს მომხმარებლებთან წერილობით და სატელეფონო კომუნიკაციას, პროდუქტის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას, შეკვეთების მიღებას, გაფორმებასა და შეკვეთის ჩაბარების პროცესის კონტროლს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია

** საკვები დანამატების შესახებ კონსულტაციის გაწევა

** პროდუქტის შემადგენლობის, გამოყენების წესისა და ზოგადი ინფორმაციის სწორად განმარტება

** მომხმარებლის საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება

** შეკვეთების მიღება და გაფორმება

** შეკვეთების შიდა პროგრამაში შეყვანა

** შეკვეთის ჩაბარების პროცესის კონტროლი

** მომხმარებლისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

** კურიერებთან ან მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია

** მომხმარებელთან პროფესიონალური და სანდო კომუნიკაციის შენარჩუნება

სასურველი უნარები და გამოცდილება:

** ფარმაცევტული განათლება ან შესაბამისი გამოცდილება

** საკვები დანამატების მიმართულებით ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** სწრაფად სწავლისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი

** კომპიუტერთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

** სამუშაო დრო: დღეში 8 საათი

** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსები (ნავაჭრის 1-1.5%)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს

** განვითარებად ბრენდში მუშაობის შესაძლებლობას

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

** ფარმაცევტული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: "ფარმაცევტი".

ფარმაცევტული განათლებაკომუნიკაციაგაყიდვებიორგანიზებულობაკომპიუტერული უნარები