ინსპექტორი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი - ფაიერ იქს

ინსპექტორი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ფაიერ იქს
სრული
7 ივლისი 2026
7 აგვისტო 2026

ინსპექტირების ორგანო კომპანია " ფაიერ იქს " აცხადებს ვაკანსიებს ინსპექტორისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

• სამუშაო განაკვეთი: სრული;

• ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

1. ინსპექტორის მოვალეობები:

** ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;

** პროექტის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის მოქმედ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

** ობიექტის ან მისი ნაწილის საინჟინრო ქსელების:

** ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენების; გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების; წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალანირების სისტემების; გაზის ქსელებისა და სისტემების: საშუალო და დაბალი წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები წნევა - 0კგ/სმ2 - დან - 0.005 კგ/სმ2 ჩათვლით. საშუალო წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 0.005 კგ/სმ2 -დან - 3 კგ/სმ2 ჩათვლით. მეორე კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 3 კგ/სმ2 -დან - 6 კგ/სმ2 ჩათვლით. პირველადი კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 6 კგ/სმ2 -დან 12 კგ/სმ2 ჩათვლით.

** ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება;

** შეუსაბამობის აქტების შედგენა;

** დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.);

2. ხარისხის კონტროლის მენეჯერი ვალდებულია :

** ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა გაუწიოს საინსპექციო სამუშაოების ჩატარებას.

** უზრუნველყოს საინსპექციო სამუშაოების ჩატარების პირობები მოქმედი ნორმებისა და წესების, სტანდარტებისა და გაზომვების ჩატარების მეთოდიკის მოთხოვნების მეთოდიკის შესაბამისად;

** არ დაუშვას საინსპექციო საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისათვის მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებულისა;

** ინსპექტირების სამუშაოს ხელშეკრულების დადების დროს დეტალურად განსაზღვროს კონტროლის ჩატარების არე.

** ჩატარებულ სამუშაოში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევი ექსპერტის შესახებ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები;

** განსაზღვროს ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

** შეამოწმოს და აღრიცხოს ქვეკონტრაქტორების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და აწარმოოს ქვეკონტრაქტორების რეგისტრაცია;

** საიტის მეშვეობით მუდმივად აკონტროლოს მთავრობის მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტების მიღება. რის საფუძველზეც მოახდინოს არსებული ნორმატიული დოკუმენტების ბაზისა და სხვა საქმიანი ქაღალდების განახლება;

** უზრუნველყოს ინსპექტირების ორგანოში საჩივრებისა და აპელაციებისადმი მართვის პროცედურის ხელმისაწვდომობა, ნებისმიერი მხარისათვის, მოთხოვნის შესაბამისად;

** განსაზღვროს იმ მოქმედებათა თანმიმდევრობა, რომლებსაც ორგანო მიჰყავთ მართვის ხარისხის ამაღლებისაკენ;

** უზრუნველყოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ყველა დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ინსპექტირების ორგანოს პერსონალისათვის, თუ მათ მოეთხოვებათ ინსპექტირების ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე ფუნქციის შესრულება;

** უზრუნველყოს წელიწადში ერთხელ მაინც მენეჯმენტის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

** უზრუნველყოს დოკუმენტებისა და ჩანაწერების მართვა;

** ორგანიზება და ხელმძღვანელობა გაუწიოს ჩასატარებელი სამუშაოების ხარისხის კონტროლის მეთოდების დახვეწას;

** დაამუშაოს და დაამტკიცოს საინსპექციო სამუშაოების დროს ჩატარებული გაზომვის შედეგები და გამოცდის ოქმები.

** დროულად მიიღოს ღონისძიებები საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

** ინსპექტირების ორგანო უზრუნველყოს გაზომვებისა და გამოცდების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციებითა და ტექნიკური საშუალებებით.

** გააკონტროლოს ორგანოს თანამშრომელთა მომზადება და პირადი გეგმების შესრულება.

** ჩაატაროს ორგანოს პერსონალთან კვალიფიკაციის ამაღლების, შრომითი და საწარმოო დისციპლინის განმტკიცების სამუშაოები.

** შეისწავლოს და გაანალიზოს ნორმატიულ - კანონმდებლობითი და მეთოდური მასალები საგზაო მშენებლობისა და ენერგეტიკის სამუშაოების ჩატარების საკითხებში.

** მონაწილეობა მიიღოს წერილების, საჩივრების განხილვაში და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

** მონაწილეობა მიიღოს მაკორექტირებელი ღონისძიებების დამუშავებაში შეუსაბამობის მიზეზების გამოსასწორებლად.

** აიმაღლოს თავის ტექნიკური ცოდნის დონე, შეისწავლოს ტექნიკური ლიტერატურა, სამამულო და საზღვარგარეთის ანალოგიურ სამუშაოთა გამოცდილება.

** უზრუნველყოს საარქივო დოკუმენტებზე თანამშრომელთა შეუფერხებელი წვდომა.

** მოამზადოს ანგარიშები ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ

** ხარისხის მართვის გეგმების (Quality Plan) შემუშავება და განახლება

** Inspection & Test Plan (ITP)-ების მომზადება და კონტროლი

** Non-Conformance Report (NCR)-ების, Corrective Action Report (CAR)-ებისა და სხვა QA/QC დოკუმენტაციის მართვა

** ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია

** სამშენებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO სტანდარტებთან (საჭიროების შემთხვევაში)

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარისხის ანგარიშების მომზადება

** დამკვეთისა და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია

** შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;

** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.);

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:  და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

AutoCADArchicadMicrosoft OfficeQuality ControlISO standardsEnglishRussian