მაღაზიის მენეჯერი
Zadig & Voltaireფრანგული ბრენდის Zadig&Voltaire-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, მაღაზია Zadig&Voltaire Tbilisi აცხადებას ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კრეატიულ, მოტივირებულ და მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, რომელსაც აქვს ძლიერი გატაცება მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით.
პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში 5 დღე (8+1 საათი), ცვლებში:
11:00 -20:00
12:00- 21:00
ანაზღაურება: 1700 + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
აუცილებელი მოთხოვნები:
** გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე;
** პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** მიმდინარე მოდის ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
** ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვა;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუმ B1;
** ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზია Zadig&Voltaire -ის მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.
გისურვებთ წარმატებას!
